საამაყოა ისეთი მიზანდასახული და წარმატებული მოსწავლე, როგორიც არის მე-4 კლასის მოსწავლე ილია ნიქაცაძე!
ილია აქტიურად მონაწილეობს ,,კინგსის” ოლიმპიადაში და არაერთ წარმატებასაც აღწევს. მან წარმატებით იასპარეზა ინგლისურის, მათემატიკისა და ქართული ენის ლიგაზე.
🥇ინგლისური ენის (პედაგოგი – ქალბატონი მარიკა გოლუბიანი) ტურზე ილიამ მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო მათემატიკის (პედაგოგი და დამრიგებელი – ქალბატონი მედეა უჩიძე) ტურზე მერცხლის მედალი.🥈
მისი შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და ცოდნისადმი ინტერესი ნამდვილად მისაბაძია.
ვულოცავთ ილიას მიღწევებს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას მომავალში!











