დღეს, 2026 წლის 1 მაისს, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსის, – „ოდეონის“ გამარჯვებულები დასახელდნენ.
ლიტერატურული კონკურის ,,ოდეონი” – ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული 2026“ ფარგლებში ჩატარდა.
„ოდეონში“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი შვიდი სკოლის 17 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირვეწლოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზისს მოსწავლეები.
,,ბზარი“ – ამ თემაზე ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნაწარმოებები ჟიურიმ შეაფასა.
მესამე ადგილის მფლობელი სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე – გიორგი მდივნიშვილი გახდა.



