🌏დღეს, 2026 წლის 22 აპრილს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს და ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ,,დედამიწის დღე” დიდი აქტიურობით აღინიშნა გიმნაზიაში. საბუნებისმეტყველო კათედრის (ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგის – ქალბატონი ლია რამინიშვილის და გეოგრაფიის პედაგოგის – ქალბატონი დალი ხარატიშვილის) ინიციატივით, მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე დარგეს სხვადასხვა ნერგი.














