🌏დღეს, 2026 წლის 22 აპრილს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ,,დედამიწის დღესთან” დაკავშირებით გიმნაზიაში ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება საბუნებისმეტყველო კათედრაში შემავალი პედაგოგების ორგანიზებით ჩატარდა (კათედრის ხელმძღვანელი – გეოგრაფიის პედაგოგი, ქალბატონი დალი ხარატიშვილი; ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი – ქალბატონი ლია რამინიშვილი და ფიზიკის პედაგოგი – ქალბატონი ლაურა მანაგაძე).



















