ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.🔔
2026-2027 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გიმნაზიაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი და ამავე გიმნაზიის რექტორი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მეუფე მელქისედეკმა პირველკლასელებს პორტატული კომპიუტერები (ლეპტოპები) გადასცა.




































