ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში თანამშრომლებთან შეხვედრა ჩატარდა.
2026 წლის 2 ივლისს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსისა და ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე), ლოცვა-კურთხევით, სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე), შეხვდა სკოლა-გიმნაზიის თანამშრომლებს, სადაც განხილული იყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესი.
მომხსენებელი – სკოლა-გიმნაზიის ხარისხის მართვის სპეციალისტი, ქალბატონი მარინა გოგოლაძე.






