მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით გიმნაზიაში გაიმართა ღონისძიება (ღონისძიების ხელმძღვანელი – ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქალბატონი მარინე ხვედელიძე) მონაწილეობდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი – ქალბატონი ნინო ხარაძე).









