🇬🇪⚽️რეგიონალური აკადემიების ნაკრები გუნდი 2025 წლის 14 მარტიდან 2025 წლის 16 მარტის ჩათვლით ვილნიუსის საერთაშორისო ტურნირზე ,,ატეიტის თასი 2025” ითამაშებს.
✈️ვილნიუსში შეჯიბრებაზე გასამგზავრებლად 10 მუნიციპალიტეტიდან 2012-2013 წლებში დაბადებული 18 ახალგაზრდა ფეხბურთელი შეირჩა, აქედან ერთ-ერთი ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-6 კლასის მოსწავლე ანდრია კვინიკაძეა (დამრიგებელი მაკა გელაშვილი).
🏟️🇱🇹ფეხბურთელებმა დინამოს აკადემიაში ერთკვირიანი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს. პირველი თამაში კი 2025 წლის 14 მარტს ქალაქ ვილნიუსში ექნებათ.
დიდი სიყვარულით ვულოცავთ ანდრიას ამ დიდ წარმატებას.❤️

