დღეს, 2025 წლის 27 იანვარს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ამავე გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) შეხვდა კათედრის ხელმძღვანელებსა და კლასების დამრიგებლებს. შეხვედრაზე შემოწმებული იქნა, კათედრებში შემავალი საგნების პედაგოგების მიერ წარმოებული დოკუმენტაცია და განხილული იქნა კათედრების სამომავლო გეგმები.




