2025 წლის 12 იანვარს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა პედაგოგიური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე). სხდომაზე განხილული იყო მიმდინარე საკითხები და ახალი 2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის გეგმა.







