დღეს, 2024 წლის 13 დეკემბერს მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ანდრიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხარაგაულის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვა აღასრულა გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე), დეკანოზ თომასთან (ლაცაბიძე) და დეკანოზ მირიანთან (რამიშვილი) ერთად.





