🔔🎈📚2024 წლის 16 სექტემბერს, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
2024-2025 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გიმნაზიაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც პირველკლასელებს გადაეცათ პორდატული კომპიუტერები (ლეპტოპები). გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე) მიულოცა მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, ასევე განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა და მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ “ფარცხნალის” დამფუძნებელს, ბატონ ფრიდონ გუჯეჯიანს გაწეული თანადგომისთვის.
ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ დაბა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი და მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი მარინე ვეფხვაძე.


















