ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებული საბა ებანოიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა ბიუროს გლობალური გაცვლის პროგრამა Global UGRAD-ის ფარგლებში ამერიკაში ისწავლის.
გაცვლითი სემესტრის განმავლობაში, Global UGRAD-ის სტუდენტები იცხოვრებენ და ისწავლიან ამერიკის უნივერსიტეტებში.
გამორჩეულ სტუდენტებს მოაქვთ საკუთარი უნიკალური გამოცდილება და კულტურა ამერიკაში. სახლში დაბრუნების შემდეგ კი, ისინი ამერიკაში მიღებულ ცოდნასა და უნარებს პოზიტიური ცვლილებებისთვის გამოიყენებენ.
ვულოცავთ საბას და ვუსურვებთ წარმატებებს!❤️
