დღეს, 2024 წლის 9 თებერვალს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში მოსწავლეებს შორის გაიმართა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?”, რითაც საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული დავით აღმაშენებლის კვირეული დასრულდა.



