,,ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა!”
14 ნოემბერი ყველასათვის საყვარელი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა!
ეს ის მწერალია, რომელმაც ჩვენს პლანეტაზე არაერთ ბავშვს გაულამაზა ბავშვობა. თავისი კეთილი საქმეებით, სიბრძნით და ჰუმანურობით, ის დღესაც ჩვენთანაა.
მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი – ქალბატონი ანა ჭანკვეტაძე) მწერლის დაბადების დღე მრავალფეროვანი საკლასო აქტივობებით აღნიშნეს.
ასტრიდ ლინდგრენისადმი მიძღვნილი დღე მოსწავლეთათვის შემეცნებითი და ფერადი აღმოჩნდა.❤️














