🏛️ „მინი-მუზეუმი სკოლაში“
მე-3 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი – ქალბატონი მაია მაღრაძე) თავდაპირველად ხარაგაულის მუზეუმს ეწვივნენ, შემდეგ კი გადაწყვიტეს, თავადაც შეექმნათ პატარა მუზეუმი საკლასო ოთახში. ბავშვებმა სახლიდან მოიტანეს ძველი ნივთები, რომელთაგან თითოეულს თავისი ისტორია და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.













