⚽ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში! 🏆
დღეს, 2026 წლის 23 ოქტომბერს, ხარაგაულის სპორტის ცენტრის სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ 2012–2013 წლებში დაბადებული მოსწავლეები.
შეჯიბრში ერთმანეთს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხარაგაულის №2 და №3 საჯარო სკოლების, ბაზალეთის, ბორის, ბორითის, ღორეშის, ლეღვნისა და კიცხის საჯარო სკოლების, ასევე სპორტის ცენტრის გუნდები დაუპირისპირდნენ.
⚽ ფინალური შეხვედრა განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. ერთმანეთს კიცხისა და სკოლა-გიმნაზიის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო.
🏆 მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებული ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდი გახდა! (ფიზიკური აღზრდის პედაგოგო – ვლადიმერ შავიძე).




