დღეს, 2026 წლის 15 ივნისს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსისა და ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის“ რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში ჩატარდა მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება. დამრიგებელი – ქალბატონი მედეა უჩიძე.
აღსანიშნავია ქალბატონ მედეა უჩიძის 37 წლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა სკოლა-გიმნაზიაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.

























