დღეს, 2026 წლის 31 მარტს, გაიმართა კონკურსის – ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ – რეგიონული ტური, სადაც სხვადასხვა სკოლების გუნდებს შეხვდა და წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდმა – „რკინის ჯვარი“ (ხელმძღვანელი: დეკანოზი თომა (ლაცაბიძე)).
კონკურსში მონაწილეობდნენ:
✨ხარაგაული – ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი – „რკინის ჯვარი“;
✨საჩხერე – გორისის საჯარო სკოლის გუნდი – ,,გულანი”;
✨საჩხერე – საირხის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა – ,,ჯვარი ვაზისა”;
✨ლენტეხი – ჩოლურის საჯარო სკოლა – ,,ჯვარი მძლევარი”;
თერჯოლა – ახალთერჯოლის საჯარო სკოლა – ,,ლაზარე”.
🎶 ასევე, სკოლა-გიმნაზიის მგალობელთა გუნდი (პედაგოგი და ლოტბარი – თორნიკე ბაკურაძე) მაყურებლის წინაშე წარდგა სხვადასხვა საგალობლებითა და სიმღერებით.













