🦉დღეს, 2026 წლის 4 მარტს მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?” მეორე ეტაპი (ხელმძღვანელი: ისტორიის პედაგოგი – ქალბატონი ზეინაბ ბუაჩიძე), სადაც მონაწილეობდნენ სკოლა-გიმნაზიის მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები.
მომდევნო ეტაპზე იასპარეზებენ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.














