დღეს, 2026 წლის 6 თებერვალს, მისი ყოვლადუსამღვდელოესი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში დავით აღმაშენებლის კვირეული დასრულდა ღონისძიებით ,,ჩვენი გიმნაზია 151 წლისაა”.

















