წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.📚📖
დღეს, 2026 წლის 4 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკაში სტუმრად იმყოფებოდა ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი და მსახიობი ქალბატონი ირინე ჩხეიძე, რომელმაც გიმნაზიის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ზღაპრები წაუკითხა. ასევე წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდნენ პირველი კლასის (დამრიგებელი – ქალბატონი ანა ჭანკვეტაძე) და მეორე კლასის (დამრიგებელი – ქალბატონი მარიკა ტაბატაძე) მოსწავლეები.






















