დღეს, 2025 წლის 31 ოქტომბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსისა და ა(ა)იპსაქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობისსკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, აკადემიკოსევგენი ხარაძის იუბილესთან დაკავშირებით, მისსავე სახელობის ბიბლიოთეკაში ჩატარდაშემეცნებითი გაკვეთილები, რომელიც ჩაატარა სკოლა-გიმნაზიის ისტორიის პედაგოგმა – ქალბატონმა ზეინაბ ბუაჩიძემ და ფიზიკის პედაგოგმა – ქალბატონმა ლაურა მანაგაძემ.






