დღეს, 2025 წლის 22 ივნისს, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა პედაგოგიური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე). სხდომაზე განხილული იყო მიმდინარე საკითხები და ახალი 2025-2026 სასწავლო წლის გეგმა.








