დღეს, 2025 წლის 14 მაისს, მისი ყოვლადუსამღვდელოესოების მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში ჩატარდა პედ-თათბირი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე). პედ-თათბირზე განხილულ იქნა ყველა კლასში არსებული მდგომარეობა და განისაზღვრა სამომავლო გეგმები.











