დღეს, 2026 წლის 11 იანვარს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა პედაგოგიური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი ყოვლადუსამღვდელოესი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი და ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორი – მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე). სხდომაზე განხილული იყო მიმდინარე საკითხები და 2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრის გეგმა.












