დღეს, 2025 წლის 20 მაისს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა პაველემ (ცერცვაძე) და ამავე გიმნაზიის სულიერმა მოძღვარმა დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე) აღავლინეს წირვა გიმნაზიის კურსდამთავრებულთათვის.










