დღეს, 2025 წლის 22 აპრილს, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე), ამავე სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასის წარმატებულ მოსწავლეს ალექსანდრე ჭყოიძეს (დამრიგებელი: ქალბატონი მაია მაღრაძე) გადასცა სიგელი სხვადასხვა ოლიმპიადებში აქტიური მონაწილეობისათვის.


