2025 წლის 15 აპრილს ახალგაზრდული ფესტივლის ფარგლებში ,,გაზაფხულის ხარაგაული” ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 16-მა სკოლამ მიიღო.
🥈მეორე ადგილი დაიკავა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-12 კლასის მოსწავლეთა გუნდმა (დამრიგებელი: ქალბატონი დალი ხარატიშვილი).
🦉მათ გადაეცათ ბუს ქანდაკება, დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები.
🙏🏻აღსანიშნავია, ჩვენი გიმნაზიის პედაგოგის, ქალბატონი ზეინაბ ბუაჩიძის შრომა. ის წლების განმავლობაში სათავეში უდგას ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?” მონაწილეების მომზადებას.
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!❤️




