📖📚დღეს, 2025 წლის 14 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზატორობით ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი: ქალბატონი ანა ჭანკვეტაძე). ბავშვებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიციები და წაიკითხეს ლექსები.🌷💐



