⚽️დღეს, 2025 წლის 28 მარტს, ხარაგაულის ,,სპორტის ცენტრის” სპორტულ დარბაზში ჩატარდა გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2013-2014 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის მინი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას იღებდა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი. (ფიზიკური აღზრდის პედაგოგი, ბატონი ვლადიმერ შავიძე)
🏟️ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სკოლა-გიმნაზია და N2 საჯარო სკოლის გუნდები.
🏆შეხვედრა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდის სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.
ასევე, სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ მოთამაშეები:
🥇საუკეთესო მეკარე – ნიკოლოზ ბექაური;
🥇საუკეთესო მცველი – ერეკლე კურტანიძე;
🥇საუკეთესო თავდამსხმელი – მერაბ ჩიჩილიძე;
🥇ბომბარდირი – ანდრია კვინიკაძე.





