☕️🫖💐დღეს, 2024 წლის 17 თებერვალს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში ჩაის საღამო გაიმართა. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა წაიკითხეს ჩაის ისტორია, წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ჩაი, და წაიკითხეს ლექსები.


















