⚽️🏟️დღეს, 2025 წლის 17 თებერვალს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ჩატარდა სკოლა-გიმნაზიის პირველობა მინი ფეხბურთში V-VIII კლასთა და IX-XI კლასებს შორის. გათამაშება ჩატარდა წრიული სისტემით.
🥇პირველ ასაკობრივ ჯგუფში V-VIII კლასებს შორის გამარჯვებული გახდა VII კლასის ვაჟ მოსწავლეთა გუნდი,
🥇ხოლო მეორე ჯგუფში IX-XI კლასის მოსწავლეთა გუნდებს შორის გაიმარჯვა IX კლასის ვაჟთა გუნდმა.
გამარჯვებულ გუნდებს სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე) და სულიერმა მოძღვარმა, დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე) გადასცეს თასები.🏆










