დღეს, 2025 წლის 14 თებერვალს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) შეხვდა დაწყებით (კათედრის გამგე, ქალბატონი მაია მაღრაძე) საზოგადოებრივ მეცნიერებათა (კათედრის გამგე, ქალბატონი მარინა მუმლაძე) და ესთეტიკის (კათედრის გამგე, ბატონი ვლადიმერ შავიძე) კათედრის ხელმძღვანელებს. შეხვედრაზე განხილული იქნა კათედრების სამომავლო გეგმები.







