დღეს, 2024 წლის 13 დეკემბერს მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ანდრიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე) გიმნაზიის სულიერ მოძღვართან, დეკანოზ თომასთან (ლაცაბიძე) ერთად გადაიხადა პარაკლისი.





