დღეს, 2024 წლის 22 ივნისს, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა პედაგოგიური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე). სხდომაზე განხილული იყო მიმდინარე საკითხები და ახალი 2024-2025 სასწავლო წლის გეგმა.













