📚დღეს, 2024 წლის 16 აპრილს, ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ უმასპინძლა კონკურსს ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას’’, სადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლები:
🎓ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდი — ,,რკინის ჯვარი’’ (გუნდის კაპიტანი – სიდონია ორლოვი);
🎓ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი —,,ჯვარი მძლეველი’’ (გუნდის კაპიტანი – ნინო ბენდელიანი);
🎓ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისის საჯარო გუნდი — ,,ედემი’’ (გუნდის კაპიტანი – ნიკოლოზ ბუკია);
🎓ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის გუნდი — ,,შენ ხარ ვენახი’’ (გუნდის კაპიტანი – ხატია ფრუიძე).
🥇გიმნაზიის გუნდმა ,,რკინის ჯვარმა” ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და გააგრძელებს შემდეგ ტურში ასპარეზობას.
🎶 ასევე, გიმნაზიის მოსწავლებიი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ სხვადასხვა საგალობლებით და სიმღერებით.
ვულოცავთ გიმნაზიის გუნდ ,,რკინის ჯვარს” და ვუსურვებთ წარმატებებს!👏🏻

















