🌏დღეს, 2024 წლის 22 აპრილს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ,,დედამიწის დღე” დიდი აქტიურობით აღინიშნა გიმნაზიაში. მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად განახორციელეს აქტივობები, მათ სკოლის ტერიტორიაზე დარგეს სხვადასხვა ნერგი და დაასუფთავეს მდინარე ჩხერიმელას მიმდებარე ტერიტორია.
















