დღეს, 2024 წლის 28 მარტს, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ჩატარდა გოჩა ბუაჩიძისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში.
🏟️ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობდა.
ფინალურ ტურში ერთმანეთს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის და მეორე საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.
🏆🥇გამარჯვება წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ მოიპოვა. (ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი – ვლადიმერ შავიძე).
ასევე, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები.
⚽️საუკეთესო მოთამაშე – ანდრია კვინიკაძე;
⚽️ბომბარდირი – ანდრია კვინიკაძე;
⚽️საუკეთესო მეკარე – ნიკოლოზ ბექაური.






