დღეს, 2024 წლის 20 თებერვალს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის 2021-2022 წლის კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ.
აღსანიშნავია მათი პედაგოგების ღვაწლი. დაწყებით საფეხურზე მათი დამრიგებელი გახლდათ, ქალბატონი მედეა უჩიძე, მე-5 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით, ქალბატონი ნანა კახელი, ხოლო მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე)
ასევე აღსანიშნავია, რომ 15 კურსდამთავრებულიდან 6 ოქროსმედალოსანია.
ოქროს მედალოსნები გახდნენ:
🥇მარიამ ფცქიალაძე;
🥇ლიზი ლაცაბიძე;
🥇ელენე მესხი;
🥇თამთა კიკნაძე;
🥇დავით მესხი;
🥇გიორგი კვირიკაშვილი.
გილოცავთ ბავშვებო და გისურვებთ წარმატებებს.♥️♥️♥️









