დღეს, 2024 წლის 8 იანვარს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა პედაგოგიური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). სხდომაზე განხილული იყო მიმდინარე საკითხები და 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრის გეგმა.