დღეს, 2023 წლის 29 დეკემბერს, ხარაგაულის მერიის კულტური, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესრურცენტრის მხარდაჭერით, ხარაგაულში საახალწლო კარნავალი გაიმართა. მაყურებლის წინაშე, სხვადასხვა გასართობი და მუსიკალური ნომრებით, წარსდგნენ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები. მათ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.