
დეკანოზი პავლე (ერისკაცობაში გაგა ცერცვაძე) დაიბადა 1989 წლის 24 მარტს, ქალაქ ზესტაფონში.
1995 წელს შევიდა ქალაქ ზესტაფონის რევაზ მუმლაძის სახელობის №7 საჯარო სკოლაში, რომელიც დაასრულა 2006 წელს. 2006 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 2010 წელს და მიენიჭა ინჟინრის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2010 წელს დეკანოზმა პავლემ ჟურნალ „სოციალური ეკონო-მიკა XXI საუკუნის აქტუალური პრობლემები“ გამოაქვეყნა სტატია ,,ჩქაროსნული სარკინიგზო სამგზავრო გადაზიდვების განვითარების ზოგიერთი საკითხისადმი” (N5 (11) 2010 წ.). 2012 წელს ჩაააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 2014 წელს და მინიჭებული აქვს ინჟინრის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ტრანსპორტში, სარკინიგზო ტრანსპორტის სპეციალიალობით.
2014 წელს ჩააბარა გელათის სასულიერო აკადემიაში თეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 2017 წელს და მინიჭებული აქვს თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2016 წლის 12 ივლისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 2017 წლის 4 ივლისს კი – მღვდლად. 2017 წლის 23 თებერვლიდან 2017 წლის 17 აპრილის ჩათვლით ,,ევროპის აკადემიურ ცენტრში ’’წარმატებით გაიარა ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის პრაქტიკული კურსი. 2023 წლის 10 აპრილს დავით აღმაშენებლის აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით, არჩეულია დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორად.
2023 წლის 13 მარტიდან 2023 წლის 16 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა საფრანგეთში ,,სასწავლო ვიზიტი მასწავლებლებისთვის საფრანგეთში“, რომელსაც ახორციელებდა საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია (GNAEB) და ინკლუზიური განათლების ინსტიტუტი.
2023 წლის 5 მაისს აირჩიეს საერთაშორისო განათლების აკადემია ,,ბიდისის“ საპატიო წევრად.
2019 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე მუშაობს ა(ა)იპ
საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საღვთო სჯულის პედაგოგად.
2019 წლის 29 აგვისტოდან დღემდე გახლავთ ა(ა)იპ
საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი. 2023 წლის 28 სექტემბერს ჩაირიცხა და დღემდე სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტურაში, საგანმანათლებლო პროგრამაზე -განათლების მეცნიერებები.
2024 წლის 7 ივნისს ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია: ,,სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“, მასში დეკანოზმა პავლემ მიიღო მონაწილეობა და წარადგინა თემა ,,ხარაგაულის სახალხო სკოლიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამდე -ისტორიული ექსკურსი.” 2025 წლის 20-21 ივნისს დეკანოზმა პავლემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიური ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ XIII საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციაში, სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები, მიძღვნილი იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წლისთავისადმი, თემა ,,იაკობ გოგებაშვილი და
რელიგიური განათლება“. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.